„ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი განმარტებით, უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით.
„უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთთან გაჭიანურებული ომით, ისევე როგორც სხვები მსოფლიოში. ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია. გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნავთობის ნამდვილი ემბარგო + ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. ერთად ეს დავასრულოთ“, – წერს პოდოლიაკი.
?? is not interested in a protracted war with Russia, same as the whole world. We can’t beat month this month, but we can do it this year. The recipe for victory is simple: real oil embargo + tanks, aircraft and artillery. Let’s end it together.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) May 15, 2022