LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ნეტოექსპორტიორი ქვეყანა” – ოთარ შამუგია  

137
ს (3)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ვაჰით ქირიშჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს საქართველოსთან არა მხოლოდ მეზობლური, არამედ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საქართველოსთვის თურქეთი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, რასაც კიდევ მეტად შეუწყო ხელი თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ; ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ნეტოექსპორტიორი ქვეყანა. ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფერმერებს არაერთი მიმართულებით ეხმარება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თურქულ მხარესთან ერთად, თევზჭერის და სატყეო მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტზე მუშაობა დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.

ცნობისთვის, ნეტოექსპორტიორი ეწოდება ქვეყანას, რომელსაც იმაზე მეტ ნედლეული გააქვს ექსპორტზე, ვიდრე მის იმპორტს ახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები