LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ – ღარიბაშვილი

88
294187037_414890584005294_3078355733972817945_n

ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, რომ ძალიან ბევრი დამსვენებელი, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომალოში, მთის კვირეულის ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მეტი ინვესტიციის განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა.

„ამისთვის, ჩვენ, გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ მთის კანონიც მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ, მინდა, რომ ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ნამდვილი გმირობა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ულამაზეს ადგილას და იცით, რომ მთელი 6-7 თვე აქ იკეტება მოძრაობა და ზამთრის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენით“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები