LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება: ღარიბაშვილი

235
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონში და ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად, მას არ აქვს საფუძველი თქვას, რომ დღეს საქართველოს რაიმე საფრთხე ემუქრება.

პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ეს საფრთხე უკვე განხორციელდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა:

ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენს რეგიონში და ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზით, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა 2008 წელს, როცა ჩვენ ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

რომლის შედეგიც არის ორი ისტორიული რეგიონის სოხუმის და ცხინვალის აღიარება, კოდორის ჩაბარება, სოფლების მიტაცება და ოკუპაცია. ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, უბედური ტრაგიკული ომის შედეგია, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ ვერ იქნა თავიდან აცილებული. სხვა დამატებით საფრთხეს დღეს ვერ ვხედავ.

სამწუხაროდ, ის რაც იქნა დაშვებული და თავიდან ვერ აცილებული 2008 წელს, ეს შეცდომა და ტრაგედია კარგად გვახსოვს. მინდა გავიხსენო რამდენიმე დღის წინ კონდოლიზა რაისის ინტერვიუ, რომელიც CNN-ის ეთერში გავრცელდა, სადაც ის ახსენებს, რომ ამერიკის მთავრობა იმდროინდელ პრეზიდენტს, სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ რუსეთი აპირებდა ომს და სააკაშვილს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ომის ასაცილებლად. სხვა ამერიკელი მეგობრების კომენტარებიც მახსოვს, რომ ომი გარდაუვალი არ იყო 2008 წელს და ომის აცილება სავსებით შესაძლებელი იყო.

ჩემთვის სახელმძღვანელო არის ის კაპიტულანტური, მოღალატეობრივი დოკუმენტი, რეზოლუცია, რომელზეც სააკაშვილის დავალებით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა, სადაც ნათლად წერია, რომ სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, ამ ყველაფერზე ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწერა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს უკრაინელ ჯარისკაცებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა გარე ძალა, რომელიც რუსეთისთვის საფრთხის შექმნას შეეცდება დაუყოვნებლივ პასუხს მიიღებს.

უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია

კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g