საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანას ძლიერი ჯარი და ეკონომიკური პოტენციალი არ გააჩნია. თუმცა მისივე თქმით, თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ძლიერი იარაღი ცოდნა, მეცნიერება და კულტურაა.
ზურაბიშვილის განცხადებას სხვადასხვა შეფასება მოჰყვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოუხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ქვეყანას კი ბევრი გმირი სამხედრო ჰყავს.
„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ჩაჩიბაია კი მიიჩნევს, რომ რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზულია.