LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ: მიხეილ ყაველაშვილი

1597
ყაველაშვილი (1)

“ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარტია, საპარლამენტო მანდაქტი და ფრაქცია “ქართული ოცნება” დატოვა.

“არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მით უმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან.

ჩვენ ვთვლით, რომ რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად – არის უამრავ თემებში, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები მმართველი ძალაა და უნდა გააგრძელოს და ჩვენ გვექნება ამისი თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g