რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძის არჩევას რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე გამოეხმაურა და ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა.
“აქ საქმე ირაკლი აბურიძეზე არაა, აქ საუბარი სართული რაგბის ღირსებასა და იმ ღირსეულ ადამიანებზეა, ვინც ჯანმრთელობა შესწირეს და ვიღაცებმა კომფორტი მოირგეს. ეს არის სამწუხარო და ამას არ ვაპატიებთ. ჩვენს შორის პოლიციის კორდონი არასოდეს მდგარა. გვიჩხუბია, ნათლიებიც ვართ, ერთი ოჯახი ვართ. ხდება, სპორტსმენები ვართ, როცა მოთამაშე ხარ, ძალა გერჩის, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს სამყაროში არასდროს არ ყოფილა,” – განაცხადა აბუსერიძემ.