LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხიმი შეზღუდულად, შაქარი, მარილი და გაზიანი სასმელი საერთოდ არა!“ – პედიატრი ანა მაღრაძე ბავშვების სწორ კვებაზე

373
doctormagradze

პედიატრი ანა მაღრაძე ბავშვთა უმადობაზე საუბრობს და გვირჩევს, რა ტიპის საკვები უნდა იყოს რაციონში, რომ ჯასნაღი კვების პრინციპი დავიცვათ:

„უპირველეს ყოვლისა, ბავშვის რაციონში უნდა შეიზღუდოს დიდი რაოდენობით ცხიმის მიღება. ხოლო, შაქარი, მარილი და გაზიანი სასმელი საერთოდ ამოვიღოთ მათი დღის წესრიგიდან. აუცილებლად გასათვალისწინებელია საკვების ულუფა და მიღების ჯერადობა. ეცადეთ, ბავშვს ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი კვების რეჟიმი, იკვებოს ერთსა და იმავე დროს, ულუფების რაოდენობა არ უნდა იყოს მისი ასაკისთვის გათვალისწინებულზე მეტი. კვებიდან-კვებამდე შუალდებში არ მისცეთ ე.წ სასუსნაოები. სასურველია საკვების მომზადების პროცესში ბავშვის ჩართვა, ასეთ დროს ინტერესი და ნდობა მომზადებული კერძის მიმართ უფრო მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის რაციონი იყოს მრავალფეროვანი, ვიზუალურად მიმზიდველი, მდიდარი ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ნახშირწყლებითა და უჯრედისით, რომელთა მთავარ წყაროცაა ხილი-ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული და ბურღულეული.

თუ ბავშვს აქვს უმადობა ან არ იღებს სათანადო რაოდენობით სასარგებლო, ჯანსაღ საკვებს, მით უმეტეს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როდესაც ისედაც მაღალია ორგანიზმის მოთხოვნილება სხვადასხვა ნუტრიენტებზე, ერთი მხრივ, მადის გაუმჯობესებისა და, მეორე მხრივ, ბავშვის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის აღდგენისთვის მივმართავთ მულტივიტამინურ კომპლექსებს. თავის მხრივ, ასეთი კომპლექსი ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას“, – განცხადა ანა მაღრაძემ mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები