LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

289
1

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მომდევნო კვირას კანადის, ჰოლანდიისა და ცენტრალური ევროპის ლიდერებთან შეხვედრების დროს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალ, ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას წარადგენს.

ამის შესახებ CNN წერს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბორის ჯონსონი კოლეგებს შესთავაზებს, რომ გაერთიანდნენ მისი გეგმის მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფს “პუტინის მარცხს”.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა, ქვეყნებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ უკრაინისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული მობილიზებისთვის, მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მცდელობებში და ასევე მაქსიმალურად გაზარდონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე.

შემუშავებული გეგმა გაერთიანებული სამეფოს პარტნიორებს მოუწოდებს – აღკვეთონ იმ ქმედებების ნორმალიზება, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ასევე გამოიყენონ დიპლომატიური გზები დეესკალაციისკენ, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული მონაწილეობის საფუძველზე და დაიწყონ სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად ევროატლანტიკურ სივრცეში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g