LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტნე ასრულებს ოთხივე კიდურის მცირე მოძრაობებს, მარტივ დავალებებს, წარმოთქვამს მარცვლებს და გამოხატავს ემოციებს“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

596
fot (1)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ძმასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ამასთან პასუხობს კითხვას, თუ როგორია ამჯერად ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ცოტნესთან ერთად, რამდენიმე წლის წინ. ამ დღეს განვიხილეთ კონსტანტინე გამსახურდიას აბაშის სახლ-მუზეუმის განახლების საკითხი,“ – წერს კონსტანტინე და რამდენიმე წლის წინ გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

 

ამასთან, ამავე პოსტში კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავს, რომ ამჯერად ცოტნე ასრულებს ოთხივე კიდურის მცირე მოძრაობებს, მარტივ დავალებებს, წარმოთქვამს მარცვლებს და გამოხატავს ემოციებს.

„ცოტნეს განსაცდელი გაცილოთ ყველას, მაგრამ გიორგისნაირი ძმა არ მოგიშალოთ ღმერთმა არავის“ – რას წერს ანა ჯაბაური

„რეაბილიტაციის პროცესში ჩართულნი არიან: ფიზიოთერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, მასაჟისტი, კინეზოთერაპევტი.

იტარებს ანტიეპილეფსიურ მკურნალობას, რომლის დოზირება თანდათან მცირდება. აგრეთვე, გარკვეული პერიოდულობით იტარებს ბოტოქსოთერაპიას. იმყოფება ეპილეპტოლოგის, ნევროლოგის, რეაბილიტოლოგის, კარდიოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პერიოდულად, პროცესში ერთვება ინფექციონისტი პრევენციულ მონიტორინგის მიზნით.

ამ ეტაპზე ცოტნე ასრულებს ოთხივე კიდურის მცირე მოძრაობებს, მარტივ დავალებებს, წარმოთქვამს მარცვლებს და გამოხატავს ემოციებს. თვალებით და ხელისმოჭერით ცდილობს გამოხატოს საკუთარი ნება,“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g