LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-ის მკურნალობა სახლის პირობებში – სიმპტომების სწორად მართვის ვიდეო-ინსტრუქცია

3804
cxcxcx

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში გადიან მკურნალობას საჭირო რჩევებს აძლევს.

ექიმი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ შემთხვევათა 80%-ში დაავადება წარიმართება მსუბუქი ფორმით, ამიტომ საწყის ეტაპზე მთავარია არ დავპანიკდეთ.

ღოღობერიძე ასევე საუბრობს სწორად სუნთქვის მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ ზურგზე წოლა არ არის სასურველი, რადგან კოვიდინფექცია პირველ რიგში ფილტვებს აზიანებს, ამიტომ უმჯობესია კორონაინფიცირებული დაწვეს მუცელზე.

გიორგი ღოღობერიძის რჩევით, ოთახში უნდა იყოს შედარებით გრილი ტემპერატურა, არ არის აუცილებელი ოთახში იყოს სიცხე და ამასთან, ფანჯარა უნდა იყოს ღია, რათა ოთახი მუდმივად ნიავდებოდეს.

ექიმი, საზოგადოებას სიმპტომების სწორად მართვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის და აღნიშნავს, რომ ცხელების დაწყების დროს, თუ ტემპერატურა არ აღემატება 38,5 გრადუსს, სიცხის დამწევი მედიკამენტის მიღება საჭირო არ არის.

ღოღობერიძე ვიდეომიმართვაში კოვიდის სამართავად საჭირო მედიკამენტებზე და დოზირებებზეც საუბრობს.

ექიმის რეკომენდაციები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები