LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცვლილებები ნაჩქარევად, კონსულტაციის გარეშე მოხდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას” – კელი დეგნანი ეროვნული ბანკის კანონის შესახებ

128
კელი დეგნანი

“ვწუხვარ, რომ ეს ცვლილებები ნაჩქარევად, კონსულტაციის გარეშე მოხდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს.

მისი განცხადებით, საელჩო ეთანხმება IMF-ისა და პრეზიდენტის მოსაზრებებს, რომ ცვლილებები საჭირო არ არის.

“არაფერია ცენტრალური ბანკის სანდოობასა და დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმებით IMF-ისა და პრეზიდენტის მოსაზრებებს, რომ ცვლილებები საჭირო არ არის ბანკის ფუნქციისთვის, მაშინ როცა სებ-ში ასეთი გუნდია.

პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

"ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა?"

სავალუტო ფონდს აქვს კითხვები, რა არის ამ ცვლილებების ნამდვილი მიზნები. როცა გყავს ჯგუფი, რომელიც ასე კარგად მუშაობს და ვნახეთ მონაცემები და სტატისტიკური მაჩვენებლები, რატომ ცვლი ჯგუფს, რომელიც აქ მუშაობს?! რატომ ცვლი სტრუქტურას, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტიანია და პანდემიის, რუსული ფულის შემოდინებისა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა სტაბილური და მზარდია?. ეს ის დროა, როცა გჭირდება დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი. აქედან გამომდინარე, ვწუხვარ, რომ ეს ცვლილებები ნაჩქარევად, კონსულტაციის გარეშე მოხდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ვიმეორებ, ასეთ ტურბულენტურ პერიოდში ბანკის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია”, – აცხადებს კელი დეგნანი.

სებ-ის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის – IMF

 

შეგახსენებთ, 9 თებერვალს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი პარტიის წევრების მიერ ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემატება და განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცეპრეზიდენტი და სხვა წევრები შედიან. აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს 23 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასაჭირო უწოდა და ვეტო დაადო.

ეროვნულ ბანკს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები