LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და დადგა ჩემთვის ნანატრი მომენტი“ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სტეფანე მღებრიშვილი მანჰეტენზე კონცერტს გამართავს

179
ფორტუნა

მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს მანჰეტენის უძველეს დარბაზში კონცერტი ექნება, ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მისივე ინფორმაციით, კონცერტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.

„და დადგა ჩემთვის ნანატრი მომენტი, რომ დავაანონსო ეს კონცერტი, რომელზედაც დიდი ხანია ჩემი მეგობარი და ამ კონცერტის ორგანიზატორი, Salome Liluashvili Parks ვმუშაობთ.

ბევრი მუსიკოსის ოცნებაა ამ დარბაზში კონცერტის გამართვა, რადგან მანჰეტენის უძველესი საკონცერტო დარბაზია, აღჭურვილი უახლესი ტექნიკით, სადაც თითქმის ყველა მეგავარსკვლავს აქვვს გამართული კონცერტები (დეტალები რელიზში )

ძვირფასო ქართველებო ამერიკაში, სულ რომ მწერდით, ერთიც აქეთ ჩამოდიო.., ჩამოვდივარ და გვექნება ლაივი უმაგრეს ქართველ და ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად :))

იმედია, დაუვიწყარ საღამოს გავატარებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ბილეთების რაოდენობა მართლა შეზღუდულია“. – წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები