LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ…”- ნიკოლ ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობს

72
კლ

სომხეთის ცესკო-მ ხმების დათვლა დაასრულა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით,  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ 53.92 პროცენტი აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა:

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკმა „სომხეთი“ – 21.04% მოაგროვა.

კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკმა „მაქვს პატივი“ –  5.23% აქვს.

ბოლო მონაცემებით, გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმათა 3.96 პროცენტის მოგროვება შეძლო.

ფაშინიანმა გამარჯვება უკვე აღნიშნა და განაცხადა, რომ მმართელმა პარტიამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

”ჩვენ უკვე ვიცით, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ და პარლამენტში დამაჯერებელი უმრავლესობა გვეყოლება,“- აღნიშნა ფაშინიანმა და მხარდამჭერებს ორშაბათს საღამოს ერევნის მთავარ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g