LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამანგრეველი წყალდოდობა გერმანიაში: გარდაცვლილთა რიცხვი 90-ს აჭარბებს, დაკარგულია ასობით ადამიანი

534
1

გერმანიასა და ბელგიაში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-ს აჭარბებს.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ეძებენ ასობით დაკარგულ ადამიანს.

სტიქიის ეპიცენტრი გერმანიის დასავლეთ ნაწილი აღმოჩნდა, სადაც მოვარდნილი წყლის ნაკადები მძვინვარე ნიაღვრებად იქცა და წალეკა ქუჩები, გაიტაცა ავტომობილები და დაანგრია სახლები.

წყალდიდობის შედეგად დაზარალდა მდინარე რაინის სანაპიროზე მდებარე არაერთი ქალაქი.  რაინლანდ-პფალცის მიწაზე ექვსი სახლი ჩამოინგრა. დაზიანებულია შენობები.

 

 

თვითმხილველები მედიასთან მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ არასდროს უნახავთ პატარა მდინარეები ასეთი მომაკვდინებელი ნიაღვრის ტალღებით.

“ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, დაიკარგა უამრავი მოქალაქე, რომლებიც კვლავ საფრთხეში არიან. ასეთი კატასტროფა არასდროს გვინახავს. ეს ნამდვილად დამანგრეველია.” – განუცხადა რაინლანდ-პფალცის შტატის გუბერნატორმა მალუ დრეიერმა რეგიონალურ პარლამენტს.

ბად-ნოიებარის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 1 300 ადამიანი. მათი თქმით, მოქალაქეებს ვერ უკავშირდებიან, რადგან რეგიონში მობილური კავშირი შეწყვეტილია.

 

წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული აირვაილარის რაიონში. მაშველებს კი მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავდათ.

წყალდიდობამ ასევე დააზიანა დასავლეთ გერმანიის მოსაზღვრე, ბელგიის რაიონებიც.

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილების გამო და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი, დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g