LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამირეკეს და მითხრეს რომ 9 საათზე აქ ვიყო” – გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა

187
1637234287-2222 (2)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა.

როგორც თავად ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროდან რამდენიმე საათის წინ დაურეკეს და დაიბარეს.

„ამ დაწესებულებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 9 საათზე აქ ვიყო. საეჭვოც არაფერია, რომ ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად, მეტი არაფერი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში საათნახევარზე მეტია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g