LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია კარანტინის გაუქმებისთვის ემზადება

2552
febiyan-hwdgrqzaem-unsplash-1024x683

სკანდინავიის ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ ეპიდემიის ალაგმვა მოახერხეს და აპრილში კარანტინი თანდათან გაუქმდება.

დანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ კარანტინი, რომელიც ქეყანაში 11 მარტიდან მოქმედებს, ნელნელა გაუქმდება. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში 2 577 ადამიანი დაინფიცირდა და 77 გარდაიცვალა. თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ინფექცია ნელა ვრცელდება. ხელისუფლების გადაწყვეტილება ცალსახად სასიხარულო ამბავია მათთვის, ვინც ოთახებში იყვნენ გამოკეტილი. კარანტინს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გაამარტივებენ.

კარანტინისა და ნიღბების გარეშე - შვედეთმა გარისკა და ჩინეთის გზით არ წავიდა

ევროპამ ვირუსთან ბრძოლაში დააგვიანა. ბევრმა მაშინ დაიწყო ყვირილი, რომ ხანძარია, როდესაც სახლი უკვე მთლიანად დამწვარი იყო.

„თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასეთივე წარმატებით შევებრძოლებით პანდემიას, ხოლო დაავადებულა რაოდენობა სტაბილურად გაიზრდება, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცხოვრება თანდათან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. იზოლაციის მკაცრი წესები შეიცვლება“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.

სიყვარული კორონავირუსის დროს: პენსიონერებმა პაემანი საზღვარზე დაგეგმეს

ახლა შეყვარებულები მსოფლიო პანდემიის დამთავრებას ელოდებიან, რომ სამოგზაუროდ წავიდნენ.

გასულ კვირას დანიაში დაინფიცირებულთა რიცხვი 254-დან 533-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დანიაში კარანტინის ისეთივე მკაცრი წესები არ მოქმედებს, როგორც იტალიასა და ევროპის ბევრ ქვეყანაშია, სადაც ადამიანებს გარეთ გასვლა მხოლოდ მაღაზიებსა და აფთიაქებში შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები