ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.
„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. საჭირო კომპრომისების მიღწევისთვის საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, – წერს შარლ მიშელი ტვიტერში.
ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტი 12-19 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. მისი მედიაციით მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.