LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარბოდა…რომ ყველასთან მიესწრო…ვეღარ მოერია… და გაფრინდა – ხშირად გვავიწყდება, რომ კართან მორიდებით ატუზული ჩაფხუტების უკან ადამიანები დგანან…თბილი სიტყვა მაინც დავახვედროთ ხანდახან – თამარ მამაცაშვილის ემოციური პოსტი

1120
vn

გუშინ, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს „გლოვოს“ კურიერი დაიღუპა. აღნიშნულს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თამარ მამაცაშვილი Facebook-ზე ეხმიანება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „გლოვოს“ კურიერი დაიღუპა

„გუშინ “გლოვოს” კურიერი მანქანას შეეჯახა და გარდაიცვალა…

ჯერ სულ ახლგაზრდა…

იქნებ ჩემთანაც რამდენჯერ მოსულა… თავზე ჩაფხუტით…

სულ სტრესი… სულ დაძაბულობა…

ალბათ რამდენჯერ:

სად იყავიო აქამდე – ვიღაცამ შეუღრინა კართან მორიდებით მდგომს…

ბოდიში მოუხადა, მაგრამ გულში მდუღალე ცრემლი გადაყლაპა…

მერე იქნებ ობიექტიდან დაურეკეს – დროზე მოდი, გვიანდებაო

ახლავეო – და გაიქცა…

გაიქცა, რომ საყვედური არ მიეღო… სულ ამას ცდილობდა, მაგრამ მაინც… ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანები იშვიათად იმეტებდნენ თბილ სიტყვებს… ან იქნებ საერთოდაც არ იმეტებდნენ…

ის კი დარბოდა… დარბოდა… რომ ყველასთან მიესწრო… ყველა კმაყოფილი ყოფილიყო…

ვეღარ მოერია… და გაფრინდა…

რატომ ვწერ ამას? ხშირად გვავიწყდება, ან იქნებ საერთოდ არ გვახსოვს, რომ კართან მორიდებით ატუზული ჩაფხუტების უკან ადამიანები დგანან… გამუდმებული სტრესის ქვეშ მცხოვრები ადამიანები, უხშირესად სულ ახალგაზრდები… სიცოცხლით რომ უნდა ლაღობდნენ, იმ ასაკისანი…

თბილი სიტყვა მაინც დავახვედროთ ხანდახან, სხვა თუ არაფერი შეგვიძლია…

მადლიერება ვაგრძნობინოთ…

რობოტებად ვიქეცით და ეს ურთიერთობებიც ვალდებულებამდე გვაქვს დაყვანილი…

მას ხომ უხდიანო? და მხოლოდ ეს არის?

ადამიანობა? სად არის ჩვენი ადამიანური ურთიერთობა?

არსად აღარ არის… არსად…“, – წერს თამარ მამაცაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები