LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი იარსებებს..“ – რა იყო ივანიშვილის წერილის მიზანი, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს

375
ძაბირაძე 234

ბიძინა ივანიშვილის წერილი ირიბი დადასტურება იმისა, რასაც „ოცნებიდან“ წასული სამეული ამბობდა, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ  „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებებისას „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა.

ექსპერტის თქმით, ის ფაქტი, რომ ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან კონფიდენციალური შეხვედრის დეტალები იქნა გამჟღავნებული, უკვე ნიშნავს, რომ [ბიძინა ივანიშვილს] პარტნიორებთან ექმნება საკმაოდ მძიმე პრობლემები.

„სამეული, რა თქმა უნდა, სწორად იმისთვის შეიქმნა, რომ გაეხმოვანებინა ისეთი რამ, რის გაჟღერებასაც „ოცნება“ ვერ ახერხებდა.

კიდევ ერთი მომენტია, ივანიშვილის თანხმობის და მონაწილეობის გარეშე, ეს სამეული [მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე] ვერც გაბედავდა ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი და კელი დეგნანი ერთმანეთს შეხვდნენ.

ამისთვის საზოგადოება მზადდებოდა და ბოლოს და ბოლოს ეს ივანიშვილმა გაახმოვანა. [გასაგებია, რომ მას არ უთქვამს, რაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში].

ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი ფაქტობრივად ჩაერთო ანტიდასავლურ რიტორიკაში.

 

 

კი ბატონო, თქვა, რომ შეხვედრა შედგა.

გასაგებია, რომ შეხვედრა ეხებოდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ასევე გასაგებია, რომ იქნებოდა საუბარი იმაზე, რას აპირებს საქართველო. 

კიდევ ერთი მომენტია – როდესაც საუბარია, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ის ამ პროცესებში არ მონაწილეობს, ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ამის არც საქართველოში სჯერა არავის და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკიდან წასულ ადამიანს, დეგნანი არ შეხვდებოდა. 

ვფიქრობ, ახლა დეგნანი იძულებული იქნება გააკეთოს შესაბამისი განცხადება, რადგან ამ წერილიდან და სამეულის განცხადებიდან ირკვევა, რომ დასავლეთი ითხოვდა საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში. რადგან ამაზე საუბრობენ, „ოცნებიდან“ წასული სამეული.

ამის გაჟღერება არის წერილის მიზანი. დანარჩენი იქ რაც წერია, არც შვეიცარიული ბანკი და ა.შ. არაფრის მომცემი არაა.

გამოდის, რომ სამეული „ქართულ ოცნებას“ გამოეყო სწორედ იმიტომ რომ მას ის პოზიციები დაეფიქსირებინა, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ აფიქსირებდა, უფრო სწორედ არ ახმოვანებდა.

„საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო“ - ვინ როგორ აღიქვა ივანიშვილის რიგით მეორე წერილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მეორე წერილი, რომელიც მისი სახელით პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გავრცელდა. პირველი გიორგი გახარიას შესახებ იყო.

მარტივად გასაგებია, რომ ივანიშვილის თანხმობის გარეშე ისინი ვერც გაბედავდავდნენ ამ შეხვედრაზე საუბარს.

შესაბამისად ეს სცენარი, [სამეულის წასვლა] უბრალოდ გათამაშდა. საინტერესოა, რაზე იყო იქ საუბარი. რას დაადასტურებს, ან რას უარყოფს დეგნანი.

დარწმუნებული ვარ, შეხვედრის ჩანაწერი იარსებებს.  კონფიდენციალური იქნებოდა [შეხვედრა], მაგრამ ივანიშვილი როგორც ამბობენ, ყველა შეხვედრას იწერს.

მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ კონფიდენციალური შეხვედრის დეტალები იქნა გამჟღავნებული, უკვე ნიშნავს, რომ პარტნიორებთან ექმნება საკმაოდ მძიმე პრობლემები.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ქართული „ოცნების“ რეიტინგი საკმაოდ დაბალია და პარტია საკმაოდ მძიმე რეალობაში აღმოჩნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის მესამედ მოსვლა ვიხილოთ, რადგან მეორედ მოსვლა უკვე ვნახეთ.

შეცვლის თუ არა ეს რაიმეს ქვეყნის შიგნით, გაურკვეველია, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები. 

მთელი ეს პიარი, რაც ამერიკასთან, სამეულთან და ივანიშვილთან დაკავშირებით აგორდა, არის ანტიდასავლური პროპაგანდა“. – აცხადებს ძაბირაძე „ფორტუნასთან“.

ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებული განცხადება:

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: “არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის”

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g