LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებულნი ვართ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება – ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში: გახარია ”საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე

84
გაააახჩო

”რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქმეზე ”საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”. საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა”. ამის შესახებ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს.

”გადაწყვეტილება იქნება ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი. ჩვენ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ძირითადად იქნება საფუძველი ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის ომის”. – განაცხადა, გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის დეოკუპაციის საკითხებში, ქვეყანას აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

”ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში. დღეს არის უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე. დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება წლის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორისი კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს ოკუპაციის მიმართულებით მოქმედებები”. – განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა.

magti 5g