LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი ახალციხეში – მოქალაქეები ვაკანსიებს ერთ სივრცეში გაეცნობიან

112
employment-11

ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს 30 მაისს უმასპინძლებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში გაეცნონ, როგორც ქსელური ბრენდების, ისე – ადგილობრივი ბიზნესის აქტიურ ვაკანსიებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

მათივე ცნობით, ღონისძიება, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სკვერში, 13:00 საათიდან დაიწყება.

„ფორუმის გარდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 29 მაისს, ახალციხეში პირველ სერვისცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია, ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები, თბილისსა და რეგიონებში, მუდმივად იმართება – აპრილში ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, ახალციხის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს, კახეთი უმასპინძლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.