LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების სურვილი თავდაპირველად 60 ათასმა სოციალურად დაუცველმა გამოთქვა, გასაუბრების შემდეგ კი 23 ათასამდე პირმა უარი თქვა – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

48
Untitled design

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოციალურ სამუშაოებზე დასაქმების სურვილი თავდაპირველად 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა, გასაუბრების შემდეგ კი 23 ათასმა უარი თქვა.

ამის შესახებ თამილა ბარკალაიამ პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ამ დროისთვის სოციალურ სამუშაოებში 22 ათასი მოქალაქეა ჩართული:

„პირველ ეტაპზე, საზოგადოებრივი სამუშაოების მიმართ დიდი ინტერესი იყო და, დაახლოებით, 60 ათასმა მოქალაქემ მიმართა დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს.

პირველადი კონსულტაციის შემდეგ, დაახლოებით, 22-23 ათასმა მოქალაქემ საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვაზე უარი განაცხადა. მოქალაქეების ნაწილმა, 4 200-მა პირმა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება აირჩია, ხოლო 22 ათასი მოქალაქე დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებში. 22 ათასი მოქალაქიდან დაახლოებით, 21 ათასი არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე შექმნილი ვაკანსიები.

ძირითადი აქტივობები არის სკვერების, არხების, გზების, შენობების დალაგება, გაახლება, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, 45 სოციალურად დაუცველი აქტიურად იყო ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში და არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტების დონეზე საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ და მათი მხარდაჭერით“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, ევროპული ქვეყნების გამოცდილებისგან განსხვავებით, პროგრამაში მოქალაქეების იძულების მექანიზმი არ არის:

„პირიქით, წახალისების მექანიზმი გვაქვს ჩადებული, რომ დასაქმების შემთხვევაში 4-წლიანი დამატებითი ბენეფიტი ექნებათ, არდასაქმების შემთხვევაში პერიოდული გადამოწმება“, – თქვა ბარკალაიამ და აღნიშნა, რომ პროგრამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები