LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 70 000 ადამიანით გაიზარდა“ – ლაშა ხუციშვილი 

111
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში განმავლობაში საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 70 000 ადამიანით გაიზარდა. როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს დასაქმების მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ლაშა ხუციშვილის თქმით, შემდგომ პერიოდში კიდევ მეტ პროგრესს ელოდებიან, რადგან ეკონომიკური აქტივობა იზრდება.

„ახლა დასაქმების მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. ეს არა მხოლოდ დასაქმების მიმართულებით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდაა, რომელიც ბოლო 2 წელია საქართველოში გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. გარდა უმუშევრობის დონისა, დასაქმებულთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 70 000 ადამიანით გაიზარდა. ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო დიდი პროგრესი იქნება, რადგან ვხედავთ, რომ ეკონომიკური აქტივობაც იზრდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.