ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაში სხვა მესამე ქვეყანა ვერ ჩაერევა, ამის საპასუხოდ კი რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი, ის მაინც საფრთხე იქნება რუსეთისთვის. 

პუტინმა ჟურნალისტებთან საფრხეებზე საუბრის დროს უკრაინის სამხედრო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის დასავლეთის მხარდაჭერით კიდევ უფრო გაძლიერდება.

“შესაძლოა, ნატოში უკრაინის ოფიციალური გაწევრიანება არ მოხდეს, მაგრამ ამ ტერიტორიის სამხედრო განვითარება უკვე მიმდინარეობს და ეს საფრთხეს უქმნის რუსეთს.”- თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებით ფაქტობრივად ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინას.

“მისი განცხადება, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეიძლება ისე გავიგოთ, რომ ის ფაქტობრივად უღებს ნატო-ს კარს უკრაინას.” – თქვა პუტინმა.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები