რუსი ჟურნალისტი, კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტი და ალბათ, სატელევიზიო სივრცის ყველაზე აგრესიული წამყვანი, ოლგა სკაბეევა, მორიგ პროვოკაციულ განცხადებას ავრცელებს. სკაბეევა მისთვის ჩვეულ ვულგარულ სტილში ამჯერად დასავლეთს მიმართავს:
„ჩვენ დასკვნებს ვაკეთებთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და არა იმ აგონიის ფონზე, რასაცა დასავლეთი კადრულობს. დასავლეთს ესმის, რომ ახლა უკრაინა უნდა გადაარჩინონ, თორემ ხვალ იქნება გვიან. ჩვენ დასავლეთს ამის უფლებას არ მივცემთ“, – ამბობს სკაბეევა.