LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ფორჩხიძე: „ეროვნებასთან დაკავშირებული სამარცხვინო განცხადებების წინააღმდეგ ვიღაცებმა ხმა აიმაღლეს… დარწმუნებული ვარ, სხვა გამარჯვებულიც ასეთივე განხილვის ობიექტი გახდებოდა, როგორიც ირუ ხეჩანოვი…“

2185
დათო და ირუ

დათო ფორჩხიძე ჟურნალ „გზასთან“ „ვოისში“ თავისი გუნდის წევრის, ირუ ხეჩანოვის გამარჯვებათან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს. მისი აზრით, ეს ყველაფერი სოციალური ქსელების დამსახურებაა:

„სოციალური ქსელები ახლა უფრო აქტუალურია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ… წინათ ამხელა ძალა არ ჰქონდა, თორემ მაშინაც დიდი მითქმა-მოთქმა იყო… „ვოისთან“ დაკავშირებით ახლა საოცარ მოსაზრებებს ვკითხულობ. ქსენოფობიური გამოხდომებიც იყო. მადლობა ღმერთს, ეროვნებასთან დაკავშირებული სამარცხვინო განცხადებების წინააღმდეგ ვიღაცებმა ხმა აიმაღლეს… დარწმუნებული ვარ, სხვა გამარჯვებულიც ასეთივე განხილვის ობიექტი გახდებოდა, როგორიც ირუ ხეჩანოვი. თან, წელს ისეთი „ვოისი“ იყო, აშკარად ფავორიტი კონკურსანტი არ გამოკვეთილა, რომლის შესახებაც მთელი საქართველო იტყოდა, ამაზე მაგარი არავინააო! ასე რომ ნებისმიერი გამარჯვებული მეტ-ნაკლებად, ვნებათაღელვას გამოიწვევდა…“

“ვოისის” გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი გახდა

ფოტო: როგორ გამოიყურებოდა „ვოისის“ გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი წლების წინ, როცა საბავშვო „ევროვიზია“ მოიგო

მამულიჩა „ვოისზე“: „ზოგადად, გამარჯვებულებს არ სჯიან… ვინც გააკეთა მობილიზაცია, იმან გაიმარჯვა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უკეთესად მღეროდა…“

„უზომოდ მეამაყები დე, არ მოუსმინო და არც კი წაიკითხო ამდენი ბოროტი და არშემდგარი ადამიანის ნაჯღაპნი“ – რას წერს ირუ ხეჩანოვის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები