ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ლიკლიკაძე წერს, ქუთაისელი ლილე ემნაძე ჩიკაგოს უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, ხოლო ლიზი ბასილაძე და გვანცა ბუცხრიკიძე კი ბოსტონში.
“კარგი ამბავი ქუთაისიდან, მთელი საქართველოსთვის.
ლილე ემნაძე ჩიკაგოს კონსერვატორიაში ისწავლის 2 წელი, ფორტეპიანოს განხრით (ერთ კვირაში მიფრინავს), ხოლო ლიზი ბასილაძე და გვანცა ბუცხრიკიძე კი ბოსტონში ისწავლიან 4 წელი, ერთი მევიოლინეა, მეორე პიანისტი. ისინი ზეგ მიფრინავენ.
იცნობდეთ საქართველოს საამაყო შვილებს ქუთაისიდან!” – წერს დათო ლიკლიკაძე.
