დათო ტურაშვილი „ფორმულას ეთერში იმ დეპუტატებზე საუბრობს, რომლებიც, მისი აზრით, პარლამენტში მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის მიდიან.
დათო ტურაშვილი:
„ჩემი თვალით ვნახე ეს სიუჟეტი, ამისთვის უნდათ მილიონები და დეპუტატობა, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები, ტანსაცმელი, მანქანები შეიძინონ. ეს არის პროვინციალიზმი, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, სად იზრდები? პროვინციალიზმი არის ტვინებში. ვაჟა-ფშაველა ჩარგალში დაიბადა და გაიზარდა და ყველაზე ნათელი გონებაა კაცობრიობის ისტორიაში…“