LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა

264
Untitled design (7)

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მწერალ დათო ტურაშვილს ჯანმრთელობას უსურვებს.

მისივე თქმით, „დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი“.

„ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება. ჯანმრთელობა მას“, – წერს ლადო აფხაზავა.

შეგახსენებთ, მწერალმა დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს.

მოგვიანებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს ძლიერი ნერვული შეტევის გამო. გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ ერთმა წამყვანმა, სოფიო ხუნწარიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემა დათოს მდგომარეობის შემდეგ ადრე დაასრულეს და მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.დათო ტურაშვილის შვილმა სოციალურ ქსელში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მის ოჯახს არ ეშინია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g