დათუნა მგელაძესა და ნინო ფუტკარაძეს ახლახან ვაჟი ვატო შეეძინათ. მომღერალი ემოციებს „სარკეს“ უზიარებს:
„როცა მე და ვატო განმარტოებულები ვართ ხოლმე, რაღაცებს ვუმღერი. არ ვიცი, რამდენად ესმის, მაგრამ სიმღერით კონტაქტი უკვე მოვასწარი. ყველაზე კარგი მსმენელი, ვინც კი აქამდე მყოლია, ჩემი პატარა ვატოა…
მე და ნინო თავიდანვე შევთანხმდით, რომ მშობიარობაზე დასწრებას ვერ შევძლებდი. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ვიცოდი, ძალიან გამიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ მამაკაცებს, რომლებიც ამას ახერხებენ. ის კი არა, გარეთ რომ ველოდებოდი, ისე ვნერვიულობდი, რომ ცხოვრებაში ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ. ისე გაიწელა დრო, მეგონა, საუკუნე გავიდა.
დათუნა მგელაძე ვაჟის მამა გახდა – რა დაარქვეს ახალშობილს
ბოლოს ვიდეოქოლით რომ დამანახვეს პატარა, ცრემლები ვერ შევიკავე… ასეთი სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები აქამდე არასდროს მქონია. ეს ემოციები იყო ის, რაც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება….
იმდენად პატარაა და იმდენად მეშინია, არაფერი ვატკინო, შევთანხმდით, პირველ ეტაპზე ხელში აყვანას მოვერიდები. ნინო საოცარი დედა აღმოჩნდა, საოცარ ინსტინქტებს ავლენს და არანორმალურად ზრუნავს პატარაზე. ამაში დედამისი და დედაჩემი ეხმარებიან. მოკლედ, ბავშვი საიმედო ქალების ხელშია…“
დათუნა მგელაძემ მეუღლეს კლინიკაში უზარმაზარი ვარდების თაიგული მიართვა
დათუნა მგელაძის შვილს ნოდიკო ტატიშვილი მონათლავს: „ნათლიას ბიჭი დაიბადა დღეს…“