LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაუპიპინე ბიძინას”: საქართველო დღეს დილიდან ყველგან აპიპინებს

157
FORTUNA.GE (18)

აქცია “დაუპიპინე ბიძინას” ამ წუთებში მიმდინარეობს. პარტია “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერები და აქტივისტები თბილისის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და როგორც ისინი აცხადებენ, ავტომანქანებით გამართავენ მსვლელობას ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით.

https://www.facebook.com/europeangeorgia.ge/videos/3414257292001920

აქცია 17 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულების გამო, პარტიის ლიდერებმა მსვლელობა გადადეს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობამ შესაბამისი საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა. აბესაძე ამბობს, რომ მათ ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვთ, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებენ.

“ჩვენ სამწუხაროდ კარგად ვხედავთ როგორ ჩაფლავდა საქართველოს მთავრობა პანდემიასთან ბრძოლაში. ბიძინამ არ იფიქროს რომ რაიმე გადაიფარა. არჩევნების დღემდე აქციებით ვაგრძნობინებთ ივანიშვილს რას ფიქრობს საზოგადოება. ჩვენ ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა გვაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ” – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

თბილისში გამართულ აქციას რეგიონებიდანაც შემოუერთდებიან და დღეს  20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბებიან.

აქცია “დაუპიპინე ბიძინას” თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

 

ბათუმი

 

https://www.facebook.com/111436537354956/videos/352984172626755

ქუთაისი

https://www.facebook.com/otarkakhidzeEG/videos/349694629812787

 

რუსთავი

https://www.facebook.com/irma.nadirashvili2/videos/678014916448270

 

გურჯაანი

https://www.facebook.com/GiorgiGviniashvili2/videos/413938942932780

 

ზუგდიდი

https://www.facebook.com/GigiUgulava2/videos/939408719923238

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g