LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით აღმაშენებელი ყველა დროის ყველაზე დიდებული გენერლების რეიტინგს ლიდერობს

493

დავით აღმაშენებელი ყველა დროის ყველაზე დიდებული გენერლების რეიტინგს ლიდერობს. პორტალმა The top tens საუკეთესო მეთაურების გამოსავლენად ონლაინ გამოკითხვა დაიწყო და ამ დროისთვის პირველ ადგილს საქართველოს მეფე იკავებს. დავით IV-მ ექსპერტთა განსაკუთრებული მოწონება „დიდგორის ბრძოლისთვის“ დაიმსახურა. მან 55 ათასი მეომრით მტრის 600 ათასიანი არმიის დამარცხება მოახერხა. გარდა ამისა, ის იყო გენიალური სამხედრო, რომელმაც ნანგრევებისგან აღმოსავლეთ ევროპის უძლიერესი სახელმწიფო შექმნა. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყარომ დიდებული მეფე-სტრატეგის შესახებ ბევრი რამ არ იცის, ამიტომ ამის გამოსწორება აუცილებელია.

რეიტინგის მეორე პოზიციას ალექსანდრე მაკედონელი იკავებს. ის ტახტზე 20 წლის ასაკში ავიდა და 12 წელიწადში უძლეველი იმპერიის ჩამოყალიბება შეძლო. ლიდერთა სამეულს კი ვიეტნამელი გენერალი ტრან ჰუნგ დაო ასრულებს. სამხედრო, რომელმაც მონღოლთა უძლეველი არმიის დამარცხება ზედიზედ სამჯერ მოახერხა.

რაც შეეხება რეიტინგის მომდევნო პოზიციებს, მათ იულიუს კეისარი, ჰანიბალ ბარკა, ჩინგიზ ყაენი, ვო ნგუენ ზიაპი და ხალიდ იბნ ალ ვალიდი იკავებენ. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში სხვა ქართველი გენერლებიც მონაწილეობენ და მათ საუკეთესოთა ათეულში მოსახვედრად უბრალოდ ხმები აკლიათ. მათ შორისაა, 22-ე პოზიციაზე მყოფი გიორგი სააკაძე, 25-ეზე  – ერეკლე II და მე-40 ადგილზე ვახტანგ გორგასალი.

გამარჯვებულის შესარჩევად ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს ონლაინრეჟიმში შეუძლია და გამოკითხვა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები