LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით არახამია: “ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე, КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?”

1617
BeFunky-collage (1)

“ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე,” – ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ლიდერმა დავით არახამიამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან “მთავარ არხთან” აღნიშნა, ირაკლი კობახიძე КГБ-ს აგენტის შვილია.

“როცა რუსეთის თამაშში ჩაერთეთ, როდესაც შვეიცარიაც კი ვეღარ დარჩა ნეიტრალური და სანქციები დააწესა, საქართველომ ისიც კი ვერ თქვა, ეს რუსეთის აგრესიააო.

ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი… КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ „დავერბოვკებული“ იყო.

КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?

ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა,” – აღნიშნა არახამიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები