LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავრწმუნდით, რომ პრეზიდენტი „ქოცების“ თამაშით თამაშობს და უაზრობებით არის დაკავებული, მე არ მევალება ამ უაზრობებში მონაწილეობის მიღება“ – იაგო ხვიჩია 

146
Untitled design (34)

„პრეზიდენტი თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ნაწილია და უაზრობებით არის დაკავებული, მე არ მევალება ამ უაზრობებში მონაწილეობის მიღება,“ – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაესწრება თუ არა 13 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც პრეზიდენტი „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს.

პრეზიდენტი 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის ნება პრეზიდენტის მიერ მოგროვებული ხელმოწერებით არ მოწმდება.

„ჩვენ და პრეზიდენტს არ გვაქვს კარგი ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ჯარის კანონს ვეტო არ დაადო და ჩვენ დავრწმუნდით, რომ ის „ქოცების“ თამაშს თამაშობს.

შესაბამისად, მისი ეს წერილებიც და ეს ყველაფერი მაიმუნობა, ჩვენ უაზრობად მიგვაჩნია და დროის კარგვად როგორც მისი გაშუქება, ისე მისთვის სერიოზული ყურადღების მინიჭებაც.

ქართველი ხალხის ნება მგონი პრეზიდენტის მიერ მოგროვებული ხელმოწერებით არ მოწმდება, მოწმდება სხვანაირად,“- განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g