LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედით დაობლებული ხუთი შვილის მამას არა კომპანიის, არამედ პირადი ბინა აჩუქა…”

1897
nanukaazjrjlnsss

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში, ხუთი შვილის მამას, მამუკა ნაჭყეპიას, რომელსაც მეუღლე ესპანეთში კოორნავირუსისგან გარდაეცვალა, უცნობმა ქალბატონმა დიღომში ბინა აჩუქა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ქალის შესახებ ახალი დეტალები გამოაქვეყნა. როგორც ტელესახე წერს, გაირკვა, რომ მან არა კომპანიის, არამედ პირადი ბინა აჩუქა გაჭირვებულ ოჯახს.

“გუშინ დარეკა ქალმა ჩვენს გადაცემაში, პროდიუსერის ნომერზე. ზურამ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ქალბატონს მიაძახა, რომ პირდაპირ ეთერზე იყო და ჯერ ვერ გაესაუბრებოდა.

ქალმა მეორედ გადმორეკა და ზურას უთხრა, რომ დედით ობოლი 5 შვილის მამისთვის ბინა უნდოდა ეჩუქებინა. არ თქვათ ჩემი ვინაობაო და ისევ ამ პირდაპირი ეთერის საგიჟეთის გამო გვეგონა კომპანია არ უნდა დაგვესახელებინა.

ეთერის დასრულების შემდეგ გადავურეკე უცნობ ქალბატონს მადლობის სათქმელად და გაირკვა, რომ არავითარი კომპანია, მისი, პირადი ბინა გააჩუქა.

ამავე ეთერში ცოტა ხნის წინ ანონიმურად დარჩენილმა კომპანიამ მარიამს ერთ დღეში გადაუფორმა ბინა.

აღარაფერს ვამბობ შეგროვებულ თანხებზე. და ყოველ ასეთ ჯერზე ვრწმუნდები რომ სანამ ერთმანეთი გვყავს, არაფრის არ უნდა გვეშინოდეს”.

ვიდეო: ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ქმარსა და ხუთ შვილს თბილისში ბინა აჩუქეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები