ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის შემდეგ ბრიტანეთის დედოფლის იმედგაცრუება სულ უფრო იზრდება. გამოცემა “times” წერს, რომ დედოფალმა ელისაბედმა 67-წლიანი მეფობის პერიოდში ყველაზე მკვეთრი პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

კერძოდ, დედოფალს მიაჩნია, რომ ბრიტანელ პოლიტიკოსებს ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ.

გამოცემის ცნობით, მონარქმა პირველად უკმაყოფილება 2016 წელს, პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის გადადგომის შემდეგ გამოხატა, რომელმაც ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცესი დაიწყო.

მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.

მსგავსი თემები