LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილმა ქალმა ხალხს პროდუქტები დაურიგა:”რა დროს ფულია როცა ხალხს უჭირს და საკვები ასე სჭირდება”

287
BeFunky-collage (5)

სიკეთის მაგალითი კოდის დევნილთა დასახლებაში – როგორც სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი სალო მაისურაძე წერს, აგვისტოს ომის შედეგად დევნილმა დარეჯან ქავთარიამ, რომელსაც პატარა საცალო მაღაზია აქვს დევნილთა დასახლებაში გახსნილი, ხალხს პროდუქტები სრულიად უსასყიდლოდ დაურიგა.

იცნობდეთ! 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილ ქალბატონს დარეჯან ქავთარიას, რომელმაც დღეს კოდის დევნილთა დასახლებაში სასწაული სიკეთის ნახვის მომსწრე გაგვხადა. ყულაბიდან აღებული ფულით შეიძინა სხვადასხვა სახის პროდუქტი და სრულიად უსასყიდლოდ ხალხს დაურიგა.
მისი სიტყვებია “რა დროს ფულია როცა ხალხს უჭირს და საკვები ასე სჭირდება”.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ დალის დევნილთა დასახლებაში მხოლოდ პატარა საცალო მაღაზია აქვს გახსნილი და სხვა ფინანსური შესაძლებლობით არ გამოირჩევა, ის გულუხვად აზიარებს სიკეთეს და სითბოს ყველა ოჯახისთვის.

#მეტიქალბატონიდალიჩვენსქვეყანას. როდესაც ასეთი მოქალაქეები გვყვას საქართველოს ვერც კორონა ვირუსი და ვერც ომი ვერაფერს დაგვაკლებს!”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები