LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა – კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია

380
111111111111111111111111

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ დევნილთა დასახლება „ქართლში“ უბედურება მოხდა. როგორც ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა.

აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

როგორც ხოშტარია წერს, რა გახდა ამის მიზეზი უცნობია.

„დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“, რომელზეც ორი დღის წინ გწერდით, უბედურება მოხდა. კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა.

„შენობა ავარიულ მდგომარეობაშია – შეგვიძლია დროებით უსაფრთხო გარემოში გადავანაწილოთ“ – თბილისის ზღვაზე დევნილთა საცხოვრებლის ნაწილი ჩამოინგრა

ვერ გეტყვით ზუსტად რა იყო მიზეზი და არც სპეკულირებას ვაპირებ. ერთადერთი, ყურადღება და თანადგომა რომ სჭირდება ამ ხალხს კიდევ ერთხელ გავიმეორებ

რაც იქ პირველად ვიყავი, მას შემდეგ არ ამომდის თავიდან გარდაცვლილი ოჯახის წევრების სურათები ყველა ბინის შესასვლელში. კიდევ ერთი დაემატა“, – წერს ელენე ხოშტარია.

მოსახლეობა ექსპერტ-კრიმინალისტებს საშუალებას არ აძლევს, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ და ცხედარი გადაასვენონ. მათი თქმით, ცხედრის გადასვენება არ მოხდება მანამ, სანამ თბილისის მერიის წარმომადგენლები ადგილზე არ მივლენ და არ ნახავენ, როგორ ვითარებაში ცხოვრობენ დევნილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g