LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეები ისე გადის, რომ არც ერთი შემთხვევა არ არის“ – როგორია კოვიდსტატისტიკა საქართველოში

149
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-11-27T224642.433

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ვირუსი არ გამქრალა კოვიდი არ გამქრალა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.

„კოვიდი ეტაპობრივად გადავიდა რუტინულ პრაქტიკაში, ანუ ჩვენ ყოველდღიურად არ ვაცხადებთ იმ ინფექციურ დაავადებებს, რომელიც შეიძლება ათეულობით გამოვლინდეს, რადგან ეს არის ჩვეულებრივ მიმდინარე რუტინული პრაქტიკა, ახლა ასეა კოვიდიც.

კოვიდის შემთხვევები რამდენიმე კვირაა არ სცილდება 150- ს, დადებითობის მაჩვენებელი არის 0%, მიუხედავად ამისა ტესტირების პროგრამა გრძელდება, დიაგნოსტიკა მიმდინარეობს, გვაქვს ანტივირუსული მედიკამენტი, გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალურია.

დღეები ისე გადის, რომ  არც ერთი შემთხვევა არ არის. ეს ყველაფერი განლევისკენ მიდის და მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ ქვეყნდებოდა, მოგვიანებით კი გადაწყდა, რომ ინფორმაციის თვეში ერთხელ მიწოდებაც არ არის საჭირო, რადგან შემთხვევების რაოდენობამ იკლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები