“ტავ ჯორჯია” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აფართოებს. 2021 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. არსებული ინფორმაციით, აეროპორტის გაფართოება მგზავრთნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000 გადააჭარბა.

„COVID-19-ის და მისგან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას ზრდის და გაფართოების პროექტში, 14 მილიონი დოლარის ინვერსტიციას განახორციელებს.

აეროპორტში მიმდინარე საექსკავაციო და ფუნდამენტის მოწყობის სამუშოები დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4085მ2 დან 7,885 მ2-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდება ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგება ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები მოფრენაში 6-დან 12 -მდე, გაფრენაში კი 6 -დან 8 -მდე გაიზრდება. გაფრენის ზონაში დაემატება 2 ავტობუსის გასასვლელი, ჯამში მგზავრები 6 ავტობუსის გასასვლელით ისარგებლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც TAV Georgia ავრცელებს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები