LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

148
BeFunky-collage

პარლამენტის დეპუტატებმა, „ქართული ოცნების“ ექვსმა წევრმა პარტია დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა:

მისი თქმით, ისინი ყოფილ პრემიერთან ერთად პარტიის მშენებლობაზე გადაერთვებიან.

“ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, ვართ თანამოაზრეები და  ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ეს სიახლე არავისთვისაა, თუმცა ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად ვტოვებთ “ქართულ ოცნებას”.- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები