დღეიდან მთელ საქართველოში სწავლა დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 55 000-მდე პირველკლასელი მიდის სკოლაში. აქედან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლეა დარეგისტრირებული.
მოსწავლეებს და ასევე მათ დამრიგებლებს განახლებული სპეციფიკის „ბუქები“ უკვე დაურიგდათ, პირველკლასელებს საჩუქრად გოგებაშვილის განახლებული „დედაენა“ გადაეცათ.
ამ სკოლებში გაკვეთილები მოგვიანებით, შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
სწავლა შესაძლოა 20-მდე სკოლაში გვიან დაიწყოს
გარდა ამისა, დღეიდან სკოლებში ახალის საგნის სწავლება იწყება სახელწოდებით „მოქალაქე“. მას მე-7 კლასელები შეისწავლიან და ის სამოქალაქო განათლების მიმართულებას მოიცავს. ის აქამდე მხოლოლდ მაღალ კლასებში ისწავლებოდა.
რაც შეეხება თავად საგანს, „მოქალაქე“ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფოსა და ოჯახის მიმართ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ადრეული ქორწინების რისკები, სახელმწიფოს მოწყობის წესი, საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან და სხვა ასეთი საკითხები.
ახალი საგანი „მოქალაქე“ სამოქალაქო განათლების მიმართულებას მოიცავს და ის დღემდე მხოლოდ მე-3, მე-4, მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლებოდა.
დაგეგმილია, რომ ეს საგანი 2020-2021 სასწავლო წელს ახალ საგნად მე-8 კლასშიც უნდა შევიდეს.