LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ჯო ბაიდენი და ვლადემირ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან

47
715x400

მსოფლიო მნიშვნელოვანი შეხვედრის მოლოდინშია – დღეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან.

პრეზიდენტების რანგში ეს ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრაა.

შეხვედრა ჟენევაში რამდენიმე საათში დაიწყება. ჯო ბაიდენი შვეიცარიაში უკვე ჩავიდა. 

შეხვედრამდე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაიდენი პუტინთან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმესაც განიხილავს.

გავრცელებული ცნობითვე, მხარეები ასევე ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, პანდემიით გამოწვეული კრიზისი, კონფლიქტები, უკრაინაში არსებული მდგომარეობა და ორმხრივი ურთიერთობები.

კითხვაზე, არის თუ არა მზად რუს კოლეგასთან შესახვედრად, ბაიდენი პასუხობს, რომ “ყოველთვის მზად არის” და აღნიშნავს, რომ პუტინთან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ერთობლივი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს.

შეხვედრაზე არ ჩაგეძინოს! – პუტინთან შეხვედრამდე ტრამპი ბაიდენს რჩევებს აძლევს და წარმატებებს უსურვებს