LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს

118
parlamenti-sesia

დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს” წევრები.

ამ ეტაპისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვთ: საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია “დამოუკიდებელ დეპუტატებს”, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსსა” და უფრაქციო დეპუტატთა ნაწილს.

ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g