LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს რომ მისი საპარლამენტო მდივანი ვიყო, აქამდეც ვურჩევდი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, პირობების დაყენება არ უნდა დაიწყოს: ნაცვლიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

123
BeFunky-collage

პრეზიდენტი მზად არის, გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ პირობას აყენებს. ოპოზიციამ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში; მედიატორებმა უნდა თქვან, რომ შეთანხმება შედგა – პრეზიდენტის პირობას “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი აფასებს.

მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება – სალომე ზურაბიშვილი რურუას შეიწყალებს

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, პრეზიდენტს შეწყალების აქტზე აქამდეც უნდა მოეწერა ხელი.

“პრეზიდენტმა უნდა გადადგას ნაბიჯი, არ უნდა დაიწყოს პირობების დაყენება, ეს არის მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება. თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის პირველი განცხადება, რომელსაც არ ვიზიარებ. დღეს რომ მისი საპარლამენტო მდივანი ან მრჩეველი ვიყო, აქამდეც ვურჩევდი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.

ახლა, მას აქვს შესაძლებლობა ამ მნიშვნელოვან პროცესში ერთხელ მაინც ძალიან დადებითი სახელმწიფოებრივი როლი შეასრულოს. ვფიქრობ, პერსონალურად უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი.

პირობების დაყენება სწორი არ მგონია, თუმცა, მთავარი არის, რომ ამ შეთანხმებით მოვაგებინოთ ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთლად გადასარევი კანონები რომ ჰქონდეს ქვეყანას, თუ რეალურად არ შევქმნით ამ კანონების შესრულებისთვის საჭირო გარემოს, ვერანიარი შეთანხმება ვერ მოიტანს იმას, რაც არის საჭირო. ყველა ჩართულმა მხარემ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პროცესზე.

ქვეყანას სჭირდება ფუნდამენტური გადატვირთვა, ეს დოკუემნტი კი შეიცავს შესაძლებლობას, რომ აქამდე მივიდეთ”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

ის, რაც დოკუმენტშია მხოლოდ სტარტერია, პუნქტების შესრულება მედიატორების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს: ანა ნაცვლიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g