LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

421
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და იქ ერთი თვე დარჩება. ამ პერიოდში ადამიანებში კომუნიკაბელურობა და დახვეწილი იუმორის გრძნობა მოიმატებს. ასევე უცხო ენების ცოდნის უნარი განვითარდება. დღეს ფინანსური  მაქინაციებისა და სასიყვარულო ავანტიურების ალბათობა მოიმატებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა კონტაქტებისა და ახალი ნაცნობების გასაჩენად, სახლის დიზაინის შესაცვლელად და გაყიდვებისთვის, ნუ აყვებით პროვოკაციებს.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე და ენდოკრინული სისტემა.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარგალიტი და ონიქსი,  აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, დაძაბულია დღე ვერძისა და მერწყულისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები