დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა პატიებისთვის, სამკურნალო მცენარეების შეგროვებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, შემოქმედებითი საღამოებისა და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და ავეჯის შესაძენად. კარგი დღეა ქორწინებისთვის. მოერიდეთ კანონების დარღვევას და აკონტროლეთ თქვენი სურვილები და სიტყვები. შეინარჩუნეთ შინაგანი წონასწორობა. ნუ მიიღებთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანის ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, მწვანე და ყვითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და თოფაზი. ეს ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომთათვის, სასწორთათვის და მერწულთათვის, დღე დაძაბულია კუროს, კირჩხიბისა, თხის რქასა და თევზებისათვის.