LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

602
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე მიმართულება დაკარგული მთვარის ენერგია უარყოფითად აისახება ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ემოციურ განწყობასა და ყურადღებაზე, დღეს მეტად დაისვენეთ, მეტად გამოიძინეთ. დღეს ნეპტუნი ხდება დირექტული, ანუ სწორად მავალი, ეს მოვლენა ილუზიებისგან განთავისუფლებას შეუწყობს ხელს. გამახვილდება ინტუიცია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საგამოძიებო საქმეებისათვის, ქორწინებისათვის, პარფიუმერიისა და ტანისამოსის შესაძენად. დღეს მოერიდეთ დაპირებების გაცემას, ნოტარიული საბუთების გაფორმებას, ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, ბინის შეცვლას, სესხის აღება.

ჯანმრთელობა

დღეს მოერიდეთ ცხარე და ალერგიული საკვების მირთმევას დღეს სუსტდება ყელი, თირკმელები, შარდსასქესო სისტემა.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, წითელი, შავი და ყვითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ჟადეიტი, ოპალი და თოპაზი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის, დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები