მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 11:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

საქმიანობის, ენერგიის და შრომისუნარიანობის მმართველი პლანეტის – მარსის 29 ივლისამდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერის მხრივ, კომუნიკაბელურობას, არტისტულობას, ორგანიზატორულ ნიჭს და საკუთარი საქმის განსაკუთრებულ სიყვარულს, მეორეს მხრივ, ეგოიზმს, სულსწრაფობას, უყაირათობას და დიქტატურისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.

მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის დასაწყებად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ნერვიულობას, რაც გამწვავებული თავის ტკივილის მიზეზი გახდება. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით და ბურღულეულით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნაღვლის ბუშტს, კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, რაუხტოპაზი, მარჯანი, აქატი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

მსგავსი თემები